Friday, May 15, 2020

ეკალღიჭი - გურული "ძიგურა" -საჭმელად ვარგისი ბალახოვანი ველური მცენარეებიდან


საქართველოს ბუნება მდიდარია ველური მცენარეებით, მათ შორის მრავალი ისეთი ბალახოვანი მცენარით, რომლის გამოყენებაც საჭმელად შეიძლება, როგორც უმად , ისე თბურად გამოყენებული სახით.
ძველად  ეს  ბალახოვანი მცენარეები ადამიანისათვის კვების ერთ ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენდა, მას ველურ მხალეულს უწოდებდნენ.

ველური მხალეული მცენარეები აღმოცენდებიან ადრეულ გაზაფხულზე, ჯერ კიდევ მაშინ , როცა  ბევრი ბოსტნეული მცენარე ჯერ კიდევ დაუთესავია,
ისინი მდიდარია ვიტამინებით სა სხვა  სასარგებლო ნივთიერებებით.

ეკალღიჭი საქართველოში  და მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული.
მისი ნორჩი ყლორტები მხლად გამოიყენება. სქართველოს სხვადასხვა კუთხეში მას სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიებენ:


გურული – ძიგურა, კურკანტელა;
კახური – კანკრა;
ქართლური, კახური – ღიჭი;
ფშავური – ღიჭა;
იმერული, რაჭული, ლეჩხუმური – ეკალა, ბურწუმელა, კურწუმელა, ყურწუმელა, კინკარუჟა, შაშვიპურა;
სულხან-საბა–ორბელიაი – ბრწამლი, ბურწუმელი;
ჭანური – დაძი, პურწუმოლი;
მეგრული – ძგგირი, კალია, კალიე, კალიეში ძგგირი, კაკილარი, კორჩხელი





                                                        ეკალა ნიგვზით

გადარცეული, გარეცხილი ეკალა ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით იმდენი მდუღარე წყალი, რომ კარგად დაიფაროს, დაახურეთ სახურავი, დადგით ცეცხლზე და ხარშეთ დაახლოებით ერთი საათი. მოხარშული ეკალა ამოიღეთ ქვაბიდან, მოათავსეთ ცივწყლიან ჭურჭელში და გააჩერეთ შიგ  40- 60 წუთი. შემდეგ ეკალა ამოიღეთ წყლიდან  და გაწურეთ ხელით.
   ნიგოზი, ქინძი,  ნიორი, წიწაკა და მარილი დანაყეთ ერთად, შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაწრილი მწვანილი (კამა , ქინძი, ომბალო), დაასხით ღვინის ძმარი, შეურიეთ გაწურული და გამზადებული ეკალა, კარგად აურიეთ ერთამანეთში, მოათავსეთ თეფშზე ან ლანგარზე და ზემოდან მოაყარეთ  წვრილად დაჭრილი კამა. თუ გსურთ, შეგიძლიათ ნიგვზიდან გამოხადოთ ზეთი და გამზადებულ ეკალას მოასხათ სუფრაზე მიტანის წინ. ღვინის ძმრის მაგიერ შეგიზლიათ იხმაროთ ისვრიმის წვენი.

ინგრედიენტები:
ეკალა - 500 გრამი, ნიგოზი- 3/4 ცაის ჭიქა, ნიორი 3-4 კბილი, ქინძი 1 ძირი, ღვინის ძმარი, მწვანილი (ომბალო, კამა, ქინძი,) წიწაკა და მარილი- გემოვნებით.



                                                     ეკალა ტყემლით

ეკალა მოხარშეთ და გაწურეთ.
გადარცეული, გარეცხილი ტყემალიჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი , ოდნავ რომ ფარავდეს, დაადგით ცეცხლზე და მოხარშეთ. მოხარშული ტყემალი ნახარშიანად გადაიტანეთ თუშფალანგშიდა გახეხეთ. შემდეგ აურიეთ ერთად დანაყილი ქინძი, კამა , ომბალო, ნიორი, გამზადებული ეკალა და კარგად აურიეთ ერთმანეთში. მზა ეკალა მოატავსეტ თეფშზე ან ლანგარზე, ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა და ისე მიიტანეთ სუფრაზე.
ინგრედიენტები:
ეკალა -500 გრამი,ტყემალი-3/4-1 ჩაისჭიქა, ქინძი 1 საშუალო ძირი, კამა- 1 ძირი, ომბალო 5 ძირი, ნიორი- 2-3 კბილი, ახალი ნიორი, წიწაკა და მარილი -გემოვნებით.



ეკალა ძმრით

ეკალა მოხარშეთ ჩვეულებრივი წესით და გაწურეთ, შემდეგ გააზავეთ ღვინის ძმრით, მარილით, წვრილად დაჭრილი პრასით და დანაყილი წიწაკით.





ნესვი და მისგან შემდგარი რამდენიმე დესერტი




                                                 ნესვი 

ნესვი ერთწლოვანი გოგრისებრთა ოჯახის ბაღჩეული მცენარეა. მის სამშობლოდ მცირე აზია, ავღანეთი, შუა აზია და ინდოეთი ითვლება, სადაც ის ველური სახით გვხვდება.


ნესვი საქართველოში ძველთაგანვე ცნობილია.

ნესვი შეიცავს წყალს 90 %-ს, შაქარს - 7,0-დან 17 -მდე, სადაც ჭარბობს ფრუქტოზა, მდიდარია ფოლიუმმჟავათი , PP ვიტამინით (0, 6 % ით)და ნიკოტინის მჟავათი.
 დიდი რაოდენობით შეიცავს  ასკორბინის მჟავას C ვიტამინს(20 MG%) და კაროტინს  ( 0, 72 მგ %) . აღნიშნულის გარდა, ნესვი სურნელოვან ეთერზეთს შეიცავს, რომელიც მას სასიამოვნო არომატს მატებს; მცირე რაოდენობით შეიცავს უჯრედისს. 

ნესვს ახასიათებს ყველა ის დადებითი თვისებები, რაც საზამთროს, გარდა ამისა ის დიდი რაოდენობით რკინასაც შეიცავს, 17-ჯერ მეტს, ვიდრე რძე, ნესვის თესლი შეიცავს 30 % ცხიმს.

ნესვი მეტად სურნელოვანი, სასარგებლო და გემრიელია, კარგად კლავს წყურვილს.
უმეტესწილად საკვებად ნედლს გამოიყენებენ.
მისგან ამზადებენ მურაბას, ცუკატს, თაფლს, ჩირს, მარინადს, სხვადასხვა სახის კონსერვს...

ნესვი რეკომენდებულია სისხლნაკლებობის დროს გულსისხლძარღვთა,  თირკმლების, ღვიძლის, შარდის ბუშტის დაავადებების დროს; იგი ააქტივებს კუჭ- ნაწლავის მოქმედებას.


ნესვი თაფლით და ნიგვზით


ნესვს მოაცილეტ კანი და თესლი, დაჭერით პატარა ნაჭრებად  და მოათავსეთ გამჭვირვალე ჭურჭელში . თაფლი გახსენით ცოტა წყლით.ნიგოზი  დანაყეთ მსხვილად და შეურიეთ ტაფლიან წყალს. მიღებული ნიგვზიანი მასალა შეურიეთ დაჭრილ ნესვს.

ინგრედიენტები:

ნესვი -1500 გრ. თაფლი- 1/2 ჩ/ჭ,წყალი-2 ს/კ ნიგოზი-1/2-3/4 ჩაის ჭიქა.








გარეცხილი ნესვი გაჭერით, მოაცილეთ თესლი, კანი, დაჭერით საშუალო სიდიდის  ნაჭრებად ( აჯობებს ფიგურულებად), მოათავსეთ წინასწარ  მოხარშულ მდუღარე  ვჟინში და ხარშეთ 10 წუთი . შემდეგ გადმოდგით, გააცივეთ და სუფრაზე ასე მიიტანეთ.

ინგრედიენტები:
დაჭრილი ნესვი- 1 კგ.  შაქარი- 300 გრ. წყალი- 2 1/2 ჩაის ჭიქა.



ნესვი შაქრით

ნესვი დაჭერით სიგრძეზე, გაათავისუფლეთ კანისა კანისა და თესლისგან, შემდეგ დაჭერიტ 1 სმ სისქის ნაჭრებად, დააწყვეთ შესაფერ ჭურჭელზე, მოაყარეთ შაქრის ფქვილი გემოვნების მიხედვით.
სულ ესაა.
მიირთვით გემრიელად:)




ჟელირებული ნესვი

მწიფე, წვნიანი, არომატული ნესვი დაჭერით, მოაცილეთ თესლი, კანი და შემდეგ დაჭერით საშუალო სიდიდის ნაჭრებად, მოამზადეთ შაქრისა და წყლისგან სიროფი, მოათავსით შიგ დაჭრილი ნესვი, ადუღეთ 10 წუთი და შემდეგ სიროფშივე შეაგრილეთ. შეგრილებული ნესვის ნაჭრები ამოიღეთ სიროფიდან, სიროფს კი შეურიეთ ლიმონის წვენი, ჟელატინი და მოამზადეთ ჟელე. მოხარშული შეგრილებული ნესვის ნაჭრები მოატავსეთ წყალგამოვლებულ ყალიბში, დაასხით ზედ ჟელე და გააცივეთ.

ინგრედიენტები:
ნესვი-1 კგ. შაქარი: 1 1/2 , ჟელატინი- 15 გრ. ლიმონის წვენი- გემოვნებით.





ნესვის ნაყინი


მწიფე, წვნიანი ნესვი კარგად გარეცხეთ (მთლიანკანიანი)შეამშრალეთ, მოაჭერით ზედა  პატარა ნაწილი, ამოაცალეთ კოვზით ჯერ თესლი და შემდეგ რბილობი, მხოლოდ ისე, რომ არ დაირღვეს ნესვის მთლიანობა. ნესვის რბილობი კარგად აზილეთ კოვზით და გაატარეთ საცერში.
მოხარშეთ შაქრისგან და წყლისგან სიროფი, გააცივეთ, შეურიეთ გამზადებული ნესვის პიურეს, მოათავსეთ ყალიბებში, შედგით მაცივარში და გაყინეთ.
გაყინვის პროცესის დროს ყალიბებში მოთავსებული ნესვის პიურე რამდენჯერმე ათქვიფეტ, ნაყინი რომ ნაზი გამოვიდეს
თესლ და რბილობამოცლილი ნესვი შედგით მაცივარში და კარგად გაყინეთ. როცა ნაყინი მზად იქნება, მოათავსეთ გაყინული ნესვის თავისუფალ სივრცეში და სუფრაზე მიიტანეთ.
ინგრედიენტები:
ნესვის პიურე-1 კგ., შაქრის ფხვნილი- 400 გრამი, წყალი -1 1/2 ჩაის ჭიქა.










Thursday, May 14, 2020

კალნაბი და მისგან მომზადებული კერძები



კალნაბი

       
კალნაბის ანუ ყავილივანი კომბოსტოს სამშობლოდ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები ითვლება, რუსეთში იგი პირველად მე - 18 საუკუნის ბოლოს გამოჩნდა, მანამდე იგო იშვიათ და რჩეულ ბოსტნეულად ითვლებოდა.

         კალნაბი გახლავთ ჯვაროსანთა ოჯახის ერთწლოვანი ბოსტნეული მცენარე; იგი გაუშლელი ყვავილების და  ყვავილსაჯდომისგან შემდგარ  თეთრი ფერის მკვრივ თავს წარმოადგენს, მიმდებარე მოზრდილი ფოთლებით.

    კალნაბის ქიმიური შემადგენლობა შემდეგნაირია: წყალი: 91 %, შაქარი- 3 %, მინერალური ნივთიერებანი - 0,8 %,  C ვიტამინი - 50-70 მგ %. გარდა  C ვიტამინისა  აგრეთვე მდიდარია B1 ვიტამინით (თიამინით) და B ვიტამინით (ფოლიუმმჟავით). შემოდგომაზე C ვიტამინის რაოდენობა კალნაბში კლებულობს. იგი მნიშვნელოვანი რაოდენობიტ შეიცავს  კალციუმის მარილს და  რეკომენდებულია ბავშვთა კვებისთვის, კალნაბი დიდი რაოდენობით შეიცავს პურინს, ამიტომ მისი ჭამა პოდაგრით დაავადებულთათვის  შეიძლება მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობით.

კალნაბი კარგად შეითვისება ადამიანის ორგანიზმის მიერ  და წარმოადგენს ყუათიანი ნივთიერებებით  მდიდარ პროდუქტს. შეიცავს მცირე რაოდენობით უჯრედისს.

 მომწიფების დროის მიხედვით  კალნაბი არის საადრეო და საგვიანო ჯიშის.
ფორმის მიხედვით, კალნაბის თავი მომრგავალო და მომრგვალო-ბრტყელია.
კალნაბის გავრცელებული ჯიშებია:
ჰააგის ნაგალა,
ერფრუტის საადრეო,
ერფრუტის დიდი
და
თოვლის გუნდა.

   საჭმელად გამოიყენება კალნაბის როგორც თავი (ყვავილედი), ისე ფოთლები, მისგან მზადდება მოხარსული, მოშუშული და შემწვარი კერძები.
აგრეთვე, გამოიყენება სხვადასხვა სახის წვნიანი კერძებისთვის , დასამწნილებლად და სხვ.



                                     კალნაბი ნიგვზით

      კალნაბს მოაცილეთ  ფოთლები , დაარჩიეთ თავაკებად და მოათავსეთ ცივ მარილწყალში 25-30 წუთი. შემდეგ გარეცხეთ ცივი წყლით, ჩაყარეთ მდუღარე მარილწყალში და მოხარშეთ და მოხარშეთ. მოხარშული კალნაბი გადაიტანეტ თუშფალანგში და როცა დაიწრიტება  წყლისგან , დაანაწილეთ პატარ-პატარა თავაკებად.

    ნიგოზი, წიწაკა, ნიორი და მარილი დანაყეთ და გამოხადეთ ზეთი. დანაყილ ნიგვზიან მასალას შეურიეთ ხმელი სუნელი და აზილეთ ღვინის ძმარში. მიღებულ პროდუქტში  ფრთხილად  შეურიეთ კალნაბის თავაკები, მოათავსეთ თეფშზე და ზემოდან მოასხით გამოხდილი ზეთი.

საჭირო ინგრედიენტები:
კალნაბი: 500 გრამი, ნიგოზი- 3/4 ჩაის ჭიქა, ნიორი _ 1 კბილი, ხმელი სუნელი- 1 ცაის კოვზი, ღვინის ძმარი, წიწაკა და მარილი _ გემოვნებით.




                                     კვერცხში შემწვარი კალნაბი

მოხარშეთ კალნაბი ჩვეულებრივი წესით, ამოიღეთ წყლიდან, ზერელედ, გაწურეთ, ამოავლეთ პურის ფქვილში, წაუსვით გათქვეფილი კვერცხი და ცხიმში კარგად შეწვით. სუფრაზე მიიტანეთ ცხიმიანად.

საჭირო ინგრედიენტები:
კალნაბი-1 კგ.პურის ფქვილი- 2 ს/კ, კვერცხი- 2 ც, ცხიმი (კარაქი ან მარგარინი)-150 გრამი, მარილი გემოვნებით.



                               კალნაბის მობრაწულა

    კალნაბი მოხარშეთ მარილწყალში ჩვეულებრივი წესით და , როცა წყლისგან დაიწრიტება, დაჭერით ძალიან წვრილად. კარგად აზილეთ კარაქი ან მარგარინი, შემდეგ დაუმატეთ ცოტაოდენ მარილსი გატქვეფილი კვერცხის გული, წინასწარ გამზადებული კალნაბი, რძეში დამბალი ორცხობილა, დაფხეკილი სტაფილო, არაჟანი და კარგად აურიეთ. შემდეგ შეურიეთ კარგად გათქვეფილი კვერცხის ცილა. მიღებული მასალა მოათავსეთ ცხიმწასმულ და ორცხობილამოყრილ ყალიბში და შედგით ღუმელში. 
სუფრაზე მიიტანეთ არაჟნით ან სხვა შესაფერისი საწებლით.

ინგრედიენტები:
კალნაბი: 1 საშუალო სიდიდის , სტაფილო- 2 ძირხვენა, კვერცხი- 3 ცალი, დანაყილი ორცხობილა-1 ჩაის ჭიქა, რძე-1/2 ჩაის ჭიქა, არაჯანი 2 სუფრის კოვზი, ყველი (ჰოლანდიური ან შვეიცარიული)- 100 გრამი, ცხიმი- 3 ს/კ, მარილი- გემოვნებით.



                        კალნაბის ფოთლის მხალი

გარეცხილი კალნაბის ფოთოლები  მოატავსეთ მდუღარე მარილწყალში . მოხარშეთ, შეაგრილეთ, გაწურეთ ხელით და დაჭერით. 
    დანაყეთ ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, მარილი და გამოხადეთ ზეთი. ნიგვზიან მასალას შეურიეთ წვრილად დაჭრილი ქინზი, ჭვინის ძმარი და აურიეთ გამზადებული კალნაბი. მზა მხალი მოათავსეთ თეფშზე და ზემოდან მოასხით გამოხდილი ზეთი.

ინგრედიენტები:
კალნაბის ფოთოლი: 500 გრამი, ნიგოზი- 1/2 ჩაის ჭიქა, ქინძი- 3 ძირი, ღვინის ძმარი, ნიორი, წიწაკა, მარილი-გემოვნებით.





Monday, May 11, 2020

ბატატი ანუ ტკბილი კარტოფილი და მისგან მომზადებული კერძები



ბატატი ანუ ტკბილი კარტოფილი

ბატატი ანუ ტკბილი კარტოფილი ხვართქლისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი, სითბოსმოყვარული ბოსტნეული მცენარეა. შემოტანილია ტროპიკული ამერიკიდან.
ბატატი უძველესი დროიდანვე ყოფილა გავრცელებული. ცნობილია, რომ ესპანეტსი, ბატატი კოლუმბმა სემოიტანა, მის მიერ ამერიკის აღმოჩენამდე, მრავალი საუკუნის წინ, ბატატს იცნობდა წყნარი ოკეანის სხვადასხვა ოკეანის სხვადასხვა კუნძულის მცხოვრებნი.
ბატატი დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს (სახამებელს, შაქარს), აქვს  კარგი გემო და გამოიყენება კულინარიაში.
ბატატისაგან ამზადებენ სპირტს, ლუდს, ფქვილს, ბადაგს. მას იყენებენ საკონდიტრო და  საკონსერვო წარმოებაში. გარდა ამისა, საუკეთესო პროდუქტს წარმოადგენს პირუტყვისათვის; ამ მიზნით გამოიყენება ნედლი, დასილოსებული, ასევე გამხმარი ბატატი.
ბატატი ჩვეულებრივ კარტოფილზე მეტად შეიცავს შაქარს , ამიტომაც უწოდებენ " ტკბილ კარტოფილს".
ბატატი საშუალოდ შეიცავს : წყალს _71, 38 დან 79, 19 %-მდე, სახამებელს _14 , 81-დან 19-97%-მდე, შაქარს_ 1,58-დან 1, 99 %-მდე, აზოტოვან  ნაერთებს _ 2, 57 დან 4 %-მდე და ნაცარს _0, 85 დან  1, 53 %-მდე.
ბატატი დაახლოებით იმდენსავე  C ვიტამინს შეიცავს , რამდენსაც კარტოფილი, რკინას კი _ გაცილებით ნაკლებს, მდიდარია კაროტინით. კარტოფილზე მაღლა დგას კალორიულობით.
ბატატის ნაყოფი ცილინდრის ან თითისტარის ფორმისაა, მოთეთო , მოვარდისფრო ან  მოწითალო ფერი აქვს.ზოგი ჯიში იასამნის ფერისაც კია.ნაყოფის წონა საშუალოდ 0,3-0,4 კილოგრამია.ბატატი ხშირად ავადდება სოკოთი, როგორც ნიადაგში ისე ჰაერზე, ამიტომ ნიადაგს და შესანახ  სათავსებს სულემის ხსნარს ასხურებენ.
ბატატი კარგად ინახება 8 -12 გრადუსს ტემპერატურაზე.
არჩევენ სუფრის ბატატის შემდეგ ჯიშებს:
ტკბილი -წვნიან--ხორციანი;
საშუალო სიტკბოსი -მშრალხორციანი;
არატკბილი.
ტკბილი, წვნიანხორციანი ბატატი შაქრის სიროფის მოსამზადებლად გამოიყენება, ამისათვის ბატატს ხარშავენ 63 გრადუს ტემპერატურაზე, უმატებენ 3,5 % ქერის ალაოს და აცხელებენ 66 გრადუს ტემპერატურამდე, შემდეგ აჩერებენ ერთ საათს, წურავენ სუფთა ტომარაში და ადუღებენ გასქელებამდე.
ბატატისაგან სპეციალურ ფქვილს ამზადებენ დიაბეტით დაავადებულთათვის, აგრეთვე ამზადებენ ბურღულს. ბატატი იჭმება გაუთლელად ან ორთქლზე მოხარშული, გამომცხვარი ან ცხიმში შემწვარი.
განსაკუტრებით გემრიელია ხორცთან ერთად მოშუშული ბატატი, კარგია მისგან მომზადებული პიურე ან პუდინგი.
ბატატის პიურე შესანიშნავი გარნირი და კარგი ფარშია ღვეზელისათვის.
არატკბილი ჯიშის ბატატი მშრალია და მკვრივი რბილობით თითქმის არ განირჩევა კარტოფილისგან.
ხარშვის ხანგრზლივობაა 30 წუთიდან 1 საათამდე.
ზოგიერთი ჯიშის ბატატი სპეციფიურ სასიამოვნო სურნელებას იძენს.


ბატატისგან მომზადებული კერძები

      ბატატის პიურე

ბატატი გათალეთ, გარეცხეთ, დაჭერით, მოათავსეთ მდუღარე მარილწყალში და მოხარშეთ.მზა ბატატი თუშფალანგში გადაიტანეთ, წყლისგან რომ დაიწრიტება, შესაფერ ჭურჭელზე გადაიტანეთ და შეაშრეთ ღუმელში. შემდეგ ცხელივე სწრაფად გაატარეთ საცერში, მიღებული მასა  მოათავსეთ სუფთა ქვაბში, დაუმატეთ ცოტა კარაქი და ან მარგარინი, გახსენით ცხელი რით და შეუწყვეტლივ თქვიფეთ. შემდეგ შეაზავეთ მარილით და სუფრაზე ისე მიიტანეთ.
ინგრედიენტები:
ბატატი_500 გრამი,რძე_3/4ჩაის ჭიქა, კარაქი ან მარგარინი_30-40 გრამი, მარილი გემოვნებით.

       ნიგვზიანი ბატატი

ბატატი მოხარშეთ ჩვეულებრივი წესით და დაჭერით ძალიან წვრილად.
დანაყეთ:ნიგოზი, ნიორი, მარილი, დაუმატეთ ღვინის ძმარი და აზილეთ. შემდეგ შეურიეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ქინძი, დანაყილი წიწაკა, დაუმატეთ,გამზადებული ბატატი და კარგად აურიეთ.
საჭირო ინგრედიენტები:
ბატატი-500 გრამი, ნიგოზი- 1/2 ჩაის ჭიქა, ნიორი 2 კბილი, ქინძი 2 ძირი, ღვინის ძმარი, მწვანე ხახვი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.

                 ბატატი ტყემლით

მოხარშეთ ბატატი, დაჭერით პატარ-პატარა ოთხკუთხედებად, დაუმატეთ ცხიმი და მოშუშეთ. შემდეგ შეურიეთ ცხომში მოშუშული, წვრილად დაჭრილი ხახვი.
მოხარშეთ ტყემალი, გაატარეთ თუშფალანგში,შეაზავეთ დანაყილი ნივრით, წიწაკით, ქინძიტა და მარილით. მიღებული  საწებელი  დაასხით შემზადებულ ბატატს , შუშეთ კიდევ ხუთი წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან.
საჭირო ინგრედიენტები:
ბატატი -  600 გრამი, ხახვი - 2-3 თავი, ცხიმი 100 გრამი, ქინძი_ 2 ძირი, ნიორი- 2 კბილი, ტყემალი 2 ჩაის ჭიქა, წიწაკა და მარილი გემოვნებით.

       

 ბატატი შავქლიავათი

დაჭერით გაუთლელი ბატატი, დაუმატეთ ცხიმი და შეწვით ნახევრად,  შემდეგ დაუმატეტ დამბალი და უკურკო შავქლიავა, ბოსტნეულის ნახარში ან წყალი და შუსეტ 15-20 წუთი. მზა კერძს ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა.
საჭირო ინგრედიენტები:
ბატატი-1 კგ. შავქლიავა(უკურკო)-200 გრამი, ცხიმი (კარაქი ან მარგარინი)- 3 ს/კ, ბოსტნეულის ნახარში ან წყალი 1 1/2 ჩაის ჭიქა, კამა და მარილი გემოვნებით.

            შემწვარი ბატატი

საშუალო სიდიდის ბატატი გათალეთ, გარეცხეთ ცივ წყალი, დაჭერით 1 სმ სისქის ნაჭრებად, შეამშრალეთ, მოაყარეთ მარილი და სწრაფად შეწვით ორივე მხრიდან  ცხიმიან ტაფაზე და შემდეგ შედგით ღუმელში ან დადგით ძალიან ნელ ცეცხლზე და შუშეთ. სუფრაზე მიტანისას გადაიღეთ შესაფერ ჭურჭელზე , მოასხით გამდნარი ცხიმი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა ან ოხრახუსის ფოთოლი.
ინგრედიენტები:
ბატატი- 500 გრამი, ცხიმი (კარაქი, მარგარინი ან მცენარეული ზეტი)-50 გრამი, კამა, ოხრახუშის ფოთოლი და მარილი- გემოვნებით.

     ბატატი ვაშლით

გათლილი ბატატი დაწერით მრგვალ ნაჭრებად, დაუმატეთ ცხიმი და შეწვით ნახევრად. შემდეგ შეურიეთ მრგვალ ნაჭრებად დაჭრილი გათლილი ვაშლი და განაგრძეთ წვა. შეწვის პროცესის დროს მოაყარეთ დანაყილი ორცხობილა და სუფრაზე მიტანისას კი _ დაჭრილი ოხრახუსის ფოთოლი ან კამა.
ინგრედიენტები: 
ბატატი- 1 კილოგრამი, ვაშლი-500 გრამი, ცხიმი- 3 სუფრის კოვზი, დანაყილი ორცხობილა- 1-2 სუფრის კოვზი, ოხრახუშის ფოთოლი ან კამა და მარილი გემოვნებით.


       ბატატი არაჟნით

დაჭერით გათლილი ბატატი, მოაყარეთ მარილი, დაუმატეტ ცხიმი და შეწვით. სუფრაზე მიტანისას გადაირეტ შესაფერ ჭურჭელზე, მოასხით არაჟანი, მოაყარეთ საქრის ფქვილი და დაფქული დარიჩინი.
ინგრედიენტები: ბატატი_ 500 გრამი , ცხიმი (კარაქი, მარგარინი ამ მცენარეული ზეთი)-50-70 გრამი, არაჟანი-1/2 ჩაის ჭიქა, შაქრის ფქვილი, დარიჩინი და მარილი გემოვნებით.