Thursday, May 14, 2020

კალნაბი და მისგან მომზადებული კერძები



კალნაბი

       
კალნაბის ანუ ყავილივანი კომბოსტოს სამშობლოდ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები ითვლება, რუსეთში იგი პირველად მე - 18 საუკუნის ბოლოს გამოჩნდა, მანამდე იგო იშვიათ და რჩეულ ბოსტნეულად ითვლებოდა.

         კალნაბი გახლავთ ჯვაროსანთა ოჯახის ერთწლოვანი ბოსტნეული მცენარე; იგი გაუშლელი ყვავილების და  ყვავილსაჯდომისგან შემდგარ  თეთრი ფერის მკვრივ თავს წარმოადგენს, მიმდებარე მოზრდილი ფოთლებით.

    კალნაბის ქიმიური შემადგენლობა შემდეგნაირია: წყალი: 91 %, შაქარი- 3 %, მინერალური ნივთიერებანი - 0,8 %,  C ვიტამინი - 50-70 მგ %. გარდა  C ვიტამინისა  აგრეთვე მდიდარია B1 ვიტამინით (თიამინით) და B ვიტამინით (ფოლიუმმჟავით). შემოდგომაზე C ვიტამინის რაოდენობა კალნაბში კლებულობს. იგი მნიშვნელოვანი რაოდენობიტ შეიცავს  კალციუმის მარილს და  რეკომენდებულია ბავშვთა კვებისთვის, კალნაბი დიდი რაოდენობით შეიცავს პურინს, ამიტომ მისი ჭამა პოდაგრით დაავადებულთათვის  შეიძლება მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობით.

კალნაბი კარგად შეითვისება ადამიანის ორგანიზმის მიერ  და წარმოადგენს ყუათიანი ნივთიერებებით  მდიდარ პროდუქტს. შეიცავს მცირე რაოდენობით უჯრედისს.

 მომწიფების დროის მიხედვით  კალნაბი არის საადრეო და საგვიანო ჯიშის.
ფორმის მიხედვით, კალნაბის თავი მომრგავალო და მომრგვალო-ბრტყელია.
კალნაბის გავრცელებული ჯიშებია:
ჰააგის ნაგალა,
ერფრუტის საადრეო,
ერფრუტის დიდი
და
თოვლის გუნდა.

   საჭმელად გამოიყენება კალნაბის როგორც თავი (ყვავილედი), ისე ფოთლები, მისგან მზადდება მოხარსული, მოშუშული და შემწვარი კერძები.
აგრეთვე, გამოიყენება სხვადასხვა სახის წვნიანი კერძებისთვის , დასამწნილებლად და სხვ.



                                     კალნაბი ნიგვზით

      კალნაბს მოაცილეთ  ფოთლები , დაარჩიეთ თავაკებად და მოათავსეთ ცივ მარილწყალში 25-30 წუთი. შემდეგ გარეცხეთ ცივი წყლით, ჩაყარეთ მდუღარე მარილწყალში და მოხარშეთ და მოხარშეთ. მოხარშული კალნაბი გადაიტანეტ თუშფალანგში და როცა დაიწრიტება  წყლისგან , დაანაწილეთ პატარ-პატარა თავაკებად.

    ნიგოზი, წიწაკა, ნიორი და მარილი დანაყეთ და გამოხადეთ ზეთი. დანაყილ ნიგვზიან მასალას შეურიეთ ხმელი სუნელი და აზილეთ ღვინის ძმარში. მიღებულ პროდუქტში  ფრთხილად  შეურიეთ კალნაბის თავაკები, მოათავსეთ თეფშზე და ზემოდან მოასხით გამოხდილი ზეთი.

საჭირო ინგრედიენტები:
კალნაბი: 500 გრამი, ნიგოზი- 3/4 ჩაის ჭიქა, ნიორი _ 1 კბილი, ხმელი სუნელი- 1 ცაის კოვზი, ღვინის ძმარი, წიწაკა და მარილი _ გემოვნებით.




                                     კვერცხში შემწვარი კალნაბი

მოხარშეთ კალნაბი ჩვეულებრივი წესით, ამოიღეთ წყლიდან, ზერელედ, გაწურეთ, ამოავლეთ პურის ფქვილში, წაუსვით გათქვეფილი კვერცხი და ცხიმში კარგად შეწვით. სუფრაზე მიიტანეთ ცხიმიანად.

საჭირო ინგრედიენტები:
კალნაბი-1 კგ.პურის ფქვილი- 2 ს/კ, კვერცხი- 2 ც, ცხიმი (კარაქი ან მარგარინი)-150 გრამი, მარილი გემოვნებით.



                               კალნაბის მობრაწულა

    კალნაბი მოხარშეთ მარილწყალში ჩვეულებრივი წესით და , როცა წყლისგან დაიწრიტება, დაჭერით ძალიან წვრილად. კარგად აზილეთ კარაქი ან მარგარინი, შემდეგ დაუმატეთ ცოტაოდენ მარილსი გატქვეფილი კვერცხის გული, წინასწარ გამზადებული კალნაბი, რძეში დამბალი ორცხობილა, დაფხეკილი სტაფილო, არაჟანი და კარგად აურიეთ. შემდეგ შეურიეთ კარგად გათქვეფილი კვერცხის ცილა. მიღებული მასალა მოათავსეთ ცხიმწასმულ და ორცხობილამოყრილ ყალიბში და შედგით ღუმელში. 
სუფრაზე მიიტანეთ არაჟნით ან სხვა შესაფერისი საწებლით.

ინგრედიენტები:
კალნაბი: 1 საშუალო სიდიდის , სტაფილო- 2 ძირხვენა, კვერცხი- 3 ცალი, დანაყილი ორცხობილა-1 ჩაის ჭიქა, რძე-1/2 ჩაის ჭიქა, არაჯანი 2 სუფრის კოვზი, ყველი (ჰოლანდიური ან შვეიცარიული)- 100 გრამი, ცხიმი- 3 ს/კ, მარილი- გემოვნებით.



                        კალნაბის ფოთლის მხალი

გარეცხილი კალნაბის ფოთოლები  მოატავსეთ მდუღარე მარილწყალში . მოხარშეთ, შეაგრილეთ, გაწურეთ ხელით და დაჭერით. 
    დანაყეთ ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, მარილი და გამოხადეთ ზეთი. ნიგვზიან მასალას შეურიეთ წვრილად დაჭრილი ქინზი, ჭვინის ძმარი და აურიეთ გამზადებული კალნაბი. მზა მხალი მოათავსეთ თეფშზე და ზემოდან მოასხით გამოხდილი ზეთი.

ინგრედიენტები:
კალნაბის ფოთოლი: 500 გრამი, ნიგოზი- 1/2 ჩაის ჭიქა, ქინძი- 3 ძირი, ღვინის ძმარი, ნიორი, წიწაკა, მარილი-გემოვნებით.



No comments:

Post a Comment