ნესვი
ნესვი ერთწლოვანი გოგრისებრთა ოჯახის ბაღჩეული მცენარეა. მის სამშობლოდ მცირე აზია, ავღანეთი, შუა აზია და ინდოეთი ითვლება, სადაც ის ველური სახით გვხვდება.
ნესვი საქართველოში ძველთაგანვე ცნობილია.
ნესვი შეიცავს წყალს 90 %-ს, შაქარს - 7,0-დან 17 -მდე, სადაც ჭარბობს ფრუქტოზა, მდიდარია ფოლიუმმჟავათი , PP ვიტამინით (0, 6 % ით)და ნიკოტინის მჟავათი.
დიდი რაოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას C ვიტამინს(20 MG%) და კაროტინს ( 0, 72 მგ %) . აღნიშნულის გარდა, ნესვი სურნელოვან ეთერზეთს შეიცავს, რომელიც მას სასიამოვნო არომატს მატებს; მცირე რაოდენობით შეიცავს უჯრედისს.
ნესვს ახასიათებს ყველა ის დადებითი თვისებები, რაც საზამთროს, გარდა ამისა ის დიდი რაოდენობით რკინასაც შეიცავს, 17-ჯერ მეტს, ვიდრე რძე, ნესვის თესლი შეიცავს 30 % ცხიმს.
ნესვი მეტად სურნელოვანი, სასარგებლო და გემრიელია, კარგად კლავს წყურვილს.
უმეტესწილად საკვებად ნედლს გამოიყენებენ.
მისგან ამზადებენ მურაბას, ცუკატს, თაფლს, ჩირს, მარინადს, სხვადასხვა სახის კონსერვს...
ნესვი რეკომენდებულია სისხლნაკლებობის დროს გულსისხლძარღვთა, თირკმლების, ღვიძლის, შარდის ბუშტის დაავადებების დროს; იგი ააქტივებს კუჭ- ნაწლავის მოქმედებას.
ნესვი თაფლით და ნიგვზით
ინგრედიენტები:
ნესვი -1500 გრ. თაფლი- 1/2 ჩ/ჭ,წყალი-2 ს/კ ნიგოზი-1/2-3/4 ჩაის ჭიქა.
ინგრედიენტები:
დაჭრილი ნესვი- 1 კგ. შაქარი- 300 გრ. წყალი- 2 1/2 ჩაის ჭიქა.
ნესვი შაქრით
ნესვი დაჭერით სიგრძეზე, გაათავისუფლეთ კანისა კანისა და თესლისგან, შემდეგ დაჭერიტ 1 სმ სისქის ნაჭრებად, დააწყვეთ შესაფერ ჭურჭელზე, მოაყარეთ შაქრის ფქვილი გემოვნების მიხედვით.სულ ესაა.
მიირთვით გემრიელად:)
ჟელირებული ნესვი
მწიფე, წვნიანი, არომატული ნესვი დაჭერით, მოაცილეთ თესლი, კანი და შემდეგ დაჭერით საშუალო სიდიდის ნაჭრებად, მოამზადეთ შაქრისა და წყლისგან სიროფი, მოათავსით შიგ დაჭრილი ნესვი, ადუღეთ 10 წუთი და შემდეგ სიროფშივე შეაგრილეთ. შეგრილებული ნესვის ნაჭრები ამოიღეთ სიროფიდან, სიროფს კი შეურიეთ ლიმონის წვენი, ჟელატინი და მოამზადეთ ჟელე. მოხარშული შეგრილებული ნესვის ნაჭრები მოატავსეთ წყალგამოვლებულ ყალიბში, დაასხით ზედ ჟელე და გააცივეთ.
ინგრედიენტები:
ნესვი-1 კგ. შაქარი: 1 1/2 , ჟელატინი- 15 გრ. ლიმონის წვენი- გემოვნებით.
ნესვის ნაყინი
მწიფე, წვნიანი ნესვი კარგად გარეცხეთ (მთლიანკანიანი)შეამშრალეთ, მოაჭერით ზედა პატარა ნაწილი, ამოაცალეთ კოვზით ჯერ თესლი და შემდეგ რბილობი, მხოლოდ ისე, რომ არ დაირღვეს ნესვის მთლიანობა. ნესვის რბილობი კარგად აზილეთ კოვზით და გაატარეთ საცერში.
მოხარშეთ შაქრისგან და წყლისგან სიროფი, გააცივეთ, შეურიეთ გამზადებული ნესვის პიურეს, მოათავსეთ ყალიბებში, შედგით მაცივარში და გაყინეთ.
გაყინვის პროცესის დროს ყალიბებში მოთავსებული ნესვის პიურე რამდენჯერმე ათქვიფეტ, ნაყინი რომ ნაზი გამოვიდეს
თესლ და რბილობამოცლილი ნესვი შედგით მაცივარში და კარგად გაყინეთ. როცა ნაყინი მზად იქნება, მოათავსეთ გაყინული ნესვის თავისუფალ სივრცეში და სუფრაზე მიიტანეთ.
ინგრედიენტები:
ნესვის პიურე-1 კგ., შაქრის ფხვნილი- 400 გრამი, წყალი -1 1/2 ჩაის ჭიქა.
No comments:
Post a Comment