ბატატი ანუ ტკბილი კარტოფილი
ბატატი ანუ ტკბილი კარტოფილი ხვართქლისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი, სითბოსმოყვარული ბოსტნეული მცენარეა. შემოტანილია ტროპიკული ამერიკიდან.
ბატატი უძველესი დროიდანვე ყოფილა გავრცელებული. ცნობილია, რომ ესპანეტსი, ბატატი კოლუმბმა სემოიტანა, მის მიერ ამერიკის აღმოჩენამდე, მრავალი საუკუნის წინ, ბატატს იცნობდა წყნარი ოკეანის სხვადასხვა ოკეანის სხვადასხვა კუნძულის მცხოვრებნი.
ბატატი დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს (სახამებელს, შაქარს), აქვს კარგი გემო და გამოიყენება კულინარიაში.
ბატატისაგან ამზადებენ სპირტს, ლუდს, ფქვილს, ბადაგს. მას იყენებენ საკონდიტრო და საკონსერვო წარმოებაში. გარდა ამისა, საუკეთესო პროდუქტს წარმოადგენს პირუტყვისათვის; ამ მიზნით გამოიყენება ნედლი, დასილოსებული, ასევე გამხმარი ბატატი.
ბატატი ჩვეულებრივ კარტოფილზე მეტად შეიცავს შაქარს , ამიტომაც უწოდებენ " ტკბილ კარტოფილს".
ბატატი საშუალოდ შეიცავს : წყალს _71, 38 დან 79, 19 %-მდე, სახამებელს _14 , 81-დან 19-97%-მდე, შაქარს_ 1,58-დან 1, 99 %-მდე, აზოტოვან ნაერთებს _ 2, 57 დან 4 %-მდე და ნაცარს _0, 85 დან 1, 53 %-მდე.
ბატატი დაახლოებით იმდენსავე C ვიტამინს შეიცავს , რამდენსაც კარტოფილი, რკინას კი _ გაცილებით ნაკლებს, მდიდარია კაროტინით. კარტოფილზე მაღლა დგას კალორიულობით.
ბატატის ნაყოფი ცილინდრის ან თითისტარის ფორმისაა, მოთეთო , მოვარდისფრო ან მოწითალო ფერი აქვს.ზოგი ჯიში იასამნის ფერისაც კია.ნაყოფის წონა საშუალოდ 0,3-0,4 კილოგრამია.ბატატი ხშირად ავადდება სოკოთი, როგორც ნიადაგში ისე ჰაერზე, ამიტომ ნიადაგს და შესანახ სათავსებს სულემის ხსნარს ასხურებენ.
ბატატი კარგად ინახება 8 -12 გრადუსს ტემპერატურაზე.
არჩევენ სუფრის ბატატის შემდეგ ჯიშებს:
ტკბილი -წვნიან--ხორციანი;
საშუალო სიტკბოსი -მშრალხორციანი;
არატკბილი.
ტკბილი, წვნიანხორციანი ბატატი შაქრის სიროფის მოსამზადებლად გამოიყენება, ამისათვის ბატატს ხარშავენ 63 გრადუს ტემპერატურაზე, უმატებენ 3,5 % ქერის ალაოს და აცხელებენ 66 გრადუს ტემპერატურამდე, შემდეგ აჩერებენ ერთ საათს, წურავენ სუფთა ტომარაში და ადუღებენ გასქელებამდე.
ბატატისაგან სპეციალურ ფქვილს ამზადებენ დიაბეტით დაავადებულთათვის, აგრეთვე ამზადებენ ბურღულს. ბატატი იჭმება გაუთლელად ან ორთქლზე მოხარშული, გამომცხვარი ან ცხიმში შემწვარი.
განსაკუტრებით გემრიელია ხორცთან ერთად მოშუშული ბატატი, კარგია მისგან მომზადებული პიურე ან პუდინგი.
ბატატის პიურე შესანიშნავი გარნირი და კარგი ფარშია ღვეზელისათვის.
არატკბილი ჯიშის ბატატი მშრალია და მკვრივი რბილობით თითქმის არ განირჩევა კარტოფილისგან.
ხარშვის ხანგრზლივობაა 30 წუთიდან 1 საათამდე.
ზოგიერთი ჯიშის ბატატი სპეციფიურ სასიამოვნო სურნელებას იძენს.
ბატატისგან მომზადებული კერძები
ბატატის პიურე
ბატატი გათალეთ, გარეცხეთ, დაჭერით, მოათავსეთ მდუღარე მარილწყალში და მოხარშეთ.მზა ბატატი თუშფალანგში გადაიტანეთ, წყლისგან რომ დაიწრიტება, შესაფერ ჭურჭელზე გადაიტანეთ და შეაშრეთ ღუმელში. შემდეგ ცხელივე სწრაფად გაატარეთ საცერში, მიღებული მასა მოათავსეთ სუფთა ქვაბში, დაუმატეთ ცოტა კარაქი და ან მარგარინი, გახსენით ცხელი რით და შეუწყვეტლივ თქვიფეთ. შემდეგ შეაზავეთ მარილით და სუფრაზე ისე მიიტანეთ.
ინგრედიენტები:
ბატატი_500 გრამი,რძე_3/4ჩაის ჭიქა, კარაქი ან მარგარინი_30-40 გრამი, მარილი გემოვნებით.
ნიგვზიანი ბატატი
ბატატი მოხარშეთ ჩვეულებრივი წესით და დაჭერით ძალიან წვრილად.
დანაყეთ:ნიგოზი, ნიორი, მარილი, დაუმატეთ ღვინის ძმარი და აზილეთ. შემდეგ შეურიეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ქინძი, დანაყილი წიწაკა, დაუმატეთ,გამზადებული ბატატი და კარგად აურიეთ.
საჭირო ინგრედიენტები:
ბატატი-500 გრამი, ნიგოზი- 1/2 ჩაის ჭიქა, ნიორი 2 კბილი, ქინძი 2 ძირი, ღვინის ძმარი, მწვანე ხახვი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
ბატატი ტყემლით
მოხარშეთ ბატატი, დაჭერით პატარ-პატარა ოთხკუთხედებად, დაუმატეთ ცხიმი და მოშუშეთ. შემდეგ შეურიეთ ცხომში მოშუშული, წვრილად დაჭრილი ხახვი.
მოხარშეთ ტყემალი, გაატარეთ თუშფალანგში,შეაზავეთ დანაყილი ნივრით, წიწაკით, ქინძიტა და მარილით. მიღებული საწებელი დაასხით შემზადებულ ბატატს , შუშეთ კიდევ ხუთი წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან.
საჭირო ინგრედიენტები:
ბატატი - 600 გრამი, ხახვი - 2-3 თავი, ცხიმი 100 გრამი, ქინძი_ 2 ძირი, ნიორი- 2 კბილი, ტყემალი 2 ჩაის ჭიქა, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
ბატატი შავქლიავათი
დაჭერით გაუთლელი ბატატი, დაუმატეთ ცხიმი და შეწვით ნახევრად, შემდეგ დაუმატეტ დამბალი და უკურკო შავქლიავა, ბოსტნეულის ნახარში ან წყალი და შუსეტ 15-20 წუთი. მზა კერძს ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა.
საჭირო ინგრედიენტები:
ბატატი-1 კგ. შავქლიავა(უკურკო)-200 გრამი, ცხიმი (კარაქი ან მარგარინი)- 3 ს/კ, ბოსტნეულის ნახარში ან წყალი 1 1/2 ჩაის ჭიქა, კამა და მარილი გემოვნებით.
შემწვარი ბატატი
საშუალო სიდიდის ბატატი გათალეთ, გარეცხეთ ცივ წყალი, დაჭერით 1 სმ სისქის ნაჭრებად, შეამშრალეთ, მოაყარეთ მარილი და სწრაფად შეწვით ორივე მხრიდან ცხიმიან ტაფაზე და შემდეგ შედგით ღუმელში ან დადგით ძალიან ნელ ცეცხლზე და შუშეთ. სუფრაზე მიტანისას გადაიღეთ შესაფერ ჭურჭელზე , მოასხით გამდნარი ცხიმი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა ან ოხრახუსის ფოთოლი.
ინგრედიენტები:
ბატატი- 500 გრამი, ცხიმი (კარაქი, მარგარინი ან მცენარეული ზეტი)-50 გრამი, კამა, ოხრახუშის ფოთოლი და მარილი- გემოვნებით.
ბატატი ვაშლით
გათლილი ბატატი დაწერით მრგვალ ნაჭრებად, დაუმატეთ ცხიმი და შეწვით ნახევრად. შემდეგ შეურიეთ მრგვალ ნაჭრებად დაჭრილი გათლილი ვაშლი და განაგრძეთ წვა. შეწვის პროცესის დროს მოაყარეთ დანაყილი ორცხობილა და სუფრაზე მიტანისას კი _ დაჭრილი ოხრახუსის ფოთოლი ან კამა.
ინგრედიენტები:
ბატატი- 1 კილოგრამი, ვაშლი-500 გრამი, ცხიმი- 3 სუფრის კოვზი, დანაყილი ორცხობილა- 1-2 სუფრის კოვზი, ოხრახუშის ფოთოლი ან კამა და მარილი გემოვნებით.
ბატატი არაჟნით
დაჭერით გათლილი ბატატი, მოაყარეთ მარილი, დაუმატეტ ცხიმი და შეწვით. სუფრაზე მიტანისას გადაირეტ შესაფერ ჭურჭელზე, მოასხით არაჟანი, მოაყარეთ საქრის ფქვილი და დაფქული დარიჩინი.
ინგრედიენტები: ბატატი_ 500 გრამი , ცხიმი (კარაქი, მარგარინი ამ მცენარეული ზეთი)-50-70 გრამი, არაჟანი-1/2 ჩაის ჭიქა, შაქრის ფქვილი, დარიჩინი და მარილი გემოვნებით.
No comments:
Post a Comment