ძველად ეს ბალახოვანი მცენარეები ადამიანისათვის კვების ერთ ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენდა, მას ველურ მხალეულს უწოდებდნენ.
ისინი მდიდარია ვიტამინებით სა სხვა სასარგებლო ნივთიერებებით.
ეკალღიჭი საქართველოში და მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული.
მისი ნორჩი ყლორტები მხლად გამოიყენება. სქართველოს სხვადასხვა კუთხეში მას სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიებენ:
გურული – ძიგურა, კურკანტელა;
კახური – კანკრა;
ქართლური, კახური – ღიჭი;ფშავური – ღიჭა;
იმერული, რაჭული, ლეჩხუმური – ეკალა, ბურწუმელა, კურწუმელა, ყურწუმელა, კინკარუჟა, შაშვიპურა;
სულხან-საბა–ორბელიაი – ბრწამლი, ბურწუმელი;
ჭანური – დაძი, პურწუმოლი;
მეგრული – ძგგირი, კალია, კალიე, კალიეში ძგგირი, კაკილარი, კორჩხელი
ეკალა ნიგვზით
გადარცეული, გარეცხილი ეკალა ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით იმდენი მდუღარე წყალი, რომ კარგად დაიფაროს, დაახურეთ სახურავი, დადგით ცეცხლზე და ხარშეთ დაახლოებით ერთი საათი. მოხარშული ეკალა ამოიღეთ ქვაბიდან, მოათავსეთ ცივწყლიან ჭურჭელში და გააჩერეთ შიგ 40- 60 წუთი. შემდეგ ეკალა ამოიღეთ წყლიდან და გაწურეთ ხელით.
ნიგოზი, ქინძი, ნიორი, წიწაკა და მარილი დანაყეთ ერთად, შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაწრილი მწვანილი (კამა , ქინძი, ომბალო), დაასხით ღვინის ძმარი, შეურიეთ გაწურული და გამზადებული ეკალა, კარგად აურიეთ ერთამანეთში, მოათავსეთ თეფშზე ან ლანგარზე და ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა. თუ გსურთ, შეგიძლიათ ნიგვზიდან გამოხადოთ ზეთი და გამზადებულ ეკალას მოასხათ სუფრაზე მიტანის წინ. ღვინის ძმრის მაგიერ შეგიზლიათ იხმაროთ ისვრიმის წვენი.
ინგრედიენტები:
ეკალა - 500 გრამი, ნიგოზი- 3/4 ცაის ჭიქა, ნიორი 3-4 კბილი, ქინძი 1 ძირი, ღვინის ძმარი, მწვანილი (ომბალო, კამა, ქინძი,) წიწაკა და მარილი- გემოვნებით.
ეკალა ტყემლით
ეკალა მოხარშეთ და გაწურეთ.
გადარცეული, გარეცხილი ტყემალიჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი , ოდნავ რომ ფარავდეს, დაადგით ცეცხლზე და მოხარშეთ. მოხარშული ტყემალი ნახარშიანად გადაიტანეთ თუშფალანგშიდა გახეხეთ. შემდეგ აურიეთ ერთად დანაყილი ქინძი, კამა , ომბალო, ნიორი, გამზადებული ეკალა და კარგად აურიეთ ერთმანეთში. მზა ეკალა მოატავსეტ თეფშზე ან ლანგარზე, ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა და ისე მიიტანეთ სუფრაზე.
ინგრედიენტები:
ეკალა -500 გრამი,ტყემალი-3/4-1 ჩაისჭიქა, ქინძი 1 საშუალო ძირი, კამა- 1 ძირი, ომბალო 5 ძირი, ნიორი- 2-3 კბილი, ახალი ნიორი, წიწაკა და მარილი -გემოვნებით.
ეკალა ძმრით
ეკალა მოხარშეთ ჩვეულებრივი წესით და გაწურეთ, შემდეგ გააზავეთ ღვინის ძმრით, მარილით, წვრილად დაჭრილი პრასით და დანაყილი წიწაკით.
No comments:
Post a Comment